ართანაში კვლავ ხანძარია და ვერტმფრენებმა მუშაობა განაახლეს

გამოწერა
სოფელ ართანასთან მდებარე ტყეში ხანძრის კერა 2 სექტემბერს გაჩნდა.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ართანასთან გაჩენილი ხანძარი ყველაზე რთული ჩასაქრობია, განუცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია „იმედს".

„ართანა არის ყველაზე რთული ტერიტორია, იქიდან გამომდინარე, რომ ტყე არის თითქმის 70-80-გრადუსიან ფერდობებზე, ამიტომ იქ მოძრაობა მომზადებული ადამიანისთვისაც კი ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული", – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მეხანძრეები აქრობენ ტყის ხანძარს - Sputnik საქართველო
ხანძრები კახეთსა და მთა-თუშეთში: ბოლო ინფორმაცია

კახეთის გუბერნატორის თქმით, იმის გამო, რომ ხანძრის კერები ძალიან რთულად მისადგომია, არ არის გამორიცხული, რომ ძალების მობილიზება ხვალაც გახდეს საჭირო.

მესამე დღეა სოფელ ართანასასთან მდებარე კოხტას მთის ფერდობზე ხანძარია.

ტელეკომპანია „იმედის" ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები, მართალია, დღეს დილიდან განახლდა, თუმცა ვითარება ისევ რთულია. დილის 5 საათიდან ამ ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქროობის პროცესში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400-მდე თანამშრომელი ჩაერთო. ცოტა ხნის წინ კი მეხანძრეებს 50 სპეცრაზმელი შეუერთდა. ამ დროისთვის მუშაობა განაახლეს ვერტმფრენებმაც, რომლებიც დილიდან ნისლის გამო ვერ ახერხებდნენ სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვას. რაც შეხება მოხალისეებს, მათ, უსაფრთხოების მიზნით, ხანძართან ბრძოლის პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარი ეთქვათ.

ყველა ახალი ამბავი
0