ქარელში სოციალური საწარმო გაიხსნა

© photo: Sputnik / Levan Avlabreliშშმ პირები პარკში
შშმ პირები პარკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა ტრადიციული ხელობების შემსწავლელი საწარმო, სადაც ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ბენეფიციართათვის მინანქრის, გობელენის, თექის და ხის დამუშავების ტექნოლოგიების სწავლება.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. სპორტისა და ახალგაზდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით შშმ ბავშვებისთვის ქარელში, სოფელ ბებნისში დღის ცენტრი განახლდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი" (Imedi).

ცენტრის ბაზაზე ტრადიციული ხელობის შემსწავლელი სკოლა ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის ხელშეწყობით გასულ წელს შეიქმნა, წელს კი გაფართოვდა და საჭირო დანადგარებითა და ინვენტარით აღიჭურვა.

პროექტს წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა ტრადიციული ხელობების შემსწავლელი საწარმო, სადაც ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ბენეფიციართათვის მინანქრის, გობელენის, თექის და ხის დამუშავების ტექნოლოგიების სწავლება. 

Проблемы передвижения инвалидов по Тбилиси - Sputnik საქართველო
შშმ პირების ინტერესები VS დეპუტატების ინიციატივა, ანუ ვინ ფიქრობს ხალხზე?

სასწავლო თუ საწარმოო პროცესში ცენტრში ყოველდღიურად 50-ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული.

დღის ცენტრი სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ფონდის თანამშრომლებთან და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილთან ერთად მოინახულა.

"ძალიან კარგია, როცა ჩვენ, სახელმწიფო და ეკელსია ასე ერთად ვზრუნავთ ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობაზე და ეს არის ძალიან კარგი მაგალითი თანამშრომლობის. მთავარი არის ის, რომ თითოეულ მათგანს აქვს შესაძლებლობა, რომ გახდნენ პროფესიონალები და ჰქონდეთ შემოსავლის წყარო", — განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ბენეფიციარები სხვადასხვა მიმართულებებზე სურვილის და შესაძლებლოების მიხედვით გადანაწილდნენ. სამომავლოდ, საწარმოს ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები სარეაბილიტაციო ცენტრის მცირე მაღაზიაში გაიყიდება.

ყველა ახალი ამბავი
0