დეპუტატმა წულაიამ, ზარდიაშვილმა და მდინარაძემ საკანონმდებლო ორგანოს მიმართეს წინადადებით, არ გაორმაგდეს ჯარიმა ავტომობილის პარკირების წესების დარღვევისათვის.
დეპუტატები მოითხოვენ, რომ არასწორი პარკირებისთვის ჯარიმა ისევ 10 ლარი იყოს ნაცვლად 20 ლარისა, რაც 2017 წლის 1 ივლისიდან უნდა შევიდეს ძალაში.
როგორც ჩანს, დასახელებულ დეპუტატებს, მძღოლების ინტერესებიდან გამომდინარე, გამორჩათ იმ მოქალაქეთა ინტერესები და საჭიროებები, რომლებიც არასწორი პარკირების გამო ხშირად ლამის გადაულახავ პრობლემებს აწყდებიან. აღნიშნული ინიციატივა განსაკუთრებით უგულებელყოფს შშმ პირთა ინტერესებსა და მოთხოვნებს და ასევე ხელს უშლის დედაქალაქში ქაოსური პარკირების მოწესრიგებას.
იხილეთ ვიდეო, თუ რა გართულებებს იწვევს თბილისში არასწორი პარკირება შშმ პირებისთვის.