ლელა ქიტესაშვილის სარჩელი საქალაქო სასამართლოში განიხილება

© FB / Tbilisi City Court Officialთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საოლქო-საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ერთი ხმით თამაზ მეჭიაურმა გაიმარჯვა

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქალაქო სასამართლო თიანეთის მერობის კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის სარჩელს განიხილავს, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი თიანეთში ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვს. 

შეგახსენებთ, რომ 22 ოქტომბერს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ თიანეთში გამართულ მერის არჩევნებში სწორედ მეჭიაურია გამარჯვებული. მეჭიაურისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლის ლელა ქიტესაშვილის მიერ მოპოვებულ ხმებს შორის განსხვავება მიზერული აღმოჩნდა. საარჩევნო კომისიის მიერ ქიტესაშვილის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გაასაჩივრა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კი, თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრმა“ გაასაჩივრა. 

თამაზ მეჭიაური - Sputnik საქართველო
მეჭიაურმა სასამართლო და თიანეთის მერის არჩევნები მოიგო

27 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად თიანეთის რაიონის მერი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი თამაზ მეჭიაური ხდება.

არჩევნების დღეს, საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თიანეთის ყველა საარჩევნო უბანზე ერთი ხმით მეჭიაურმა გაიმარჯვა. მან ხმების 50,01%, ქიტესაშვილმა კი 49,99% აიღო.

სახელისუფლებო კანდიდატმა სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა საოლქო-საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი, რომლითაც ერთი ხმით თამაზ მეჭიაური იმარჯვებს. 

ლელა ქიტესაშვილი ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, სასამართლო პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს” თიანეთის მერობის კანდიდატ ლელა ქიტესაშვილის სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ორშაბათს, 13:00 საათზე გამოაცხადებს.

ყველა ახალი ამბავი
0