თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. შავ ზღვაში ჩავარდა დელტაპლანი, რომლის ბორტზე ორი უცხოელი ტურისტი იმყოფებოდა, შემთხვევა ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ბორტზე ერთი ირანელი და ერთი უკრაინელი ტურისტი იმყოფებოდნენ. შემთხვევა კვირას შუადღის საათებში მოხდა.
„ჩატარდა სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა საფრენი აპარატი ზღვიდან საბუქსირე მოწყობილობის დახმარებით ამოიღეს. ბორტზე მყოფი ორი პირი ცოცხალია და მათ საფრთხე არ ემუქრებათ“, — აღნიშნა პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.