საქართველოში დამნაშავეობამ იკლო

© photo: Sputnikსაპატრულო პოლიციის მანქანა
საპატრულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ყველაზე ხშირის დანაშაული საკუთრების წინააღდეგ, ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ და ნარკოდანაშაული

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში 2017 წლის იანვარ-სექტემბერში დარეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობამ 27 568 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ით ნაკლებია, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.

ყველაზე ხშირად საქართველოში სჩადიან დანაშაულს საკუთრების წინააღდეგ (ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა, ქონების დაზიანება), 2017 წლის 9 თვის განმავლობაში ამ კატეგორიის დანაშაულის 10 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა (+0,77%). მეორე ადგილზეა დანაშაული ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ — 3 800-ზე მეტი დანაშაული (+5,16%). 

თელავივი - Sputnik საქართველო
ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

მესამე ადგილს იკავებს ნარკოდანაშაული. იანვრიდან სექტემბრამდე საქართველოში დაფიქსირდა ნარკოტიკებთან დაკავშირებული 3 800-მდე დანაშაული. გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით ეს 6,48%-ით ნაკლებია.

ყველაზე იშვიათი იყო დანაშაულები, ჩადენილი ოჯახისა და არასრულწლოვანთა წინააღმდეგ — სულ 25. გასულ წელთან შედარებით აქ დიდი ზრდა შეინიშნება — 212,5%-ით.

სხვადასხვა კვლევების შედეგების თანახმად, საქართველო უსაფრთხო ქვეყანას წარმოადგენს. მაგალითად, საქართველომ მეშვიდე ადგილი დაიკავა უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში, რომელიც ცნობილმა კვლევითმა პორტალ Numbeo-მ შეადგინა.

გარდა ამისა, 2017 წლის მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში 136 ქვეყანას შორის საქართველომ 29-ე ადგილი დაიკავა. მონაცემები მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა. შვიდი შესაძლო ქულიდან საქართველომ 6,01 ქულა დააგროვა. 


ყველა ახალი ამბავი
0