მდინარე ალაზანზე სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო

© Flickr / Monikaმდინარე ალაზანი
მდინარე ალაზანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სარწყავ არხში წყლის 56 კილომეტრიანი მონაკვეთი დანალექისგან გაიწმინდება.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

არხში წყლის საპროექტო ხარჯის გატარების უზრუნველსაყოფად,  56 კილომეტრიანი მონაკვეთი დანალექისგან იწმინდება.

სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი - Sputnik საქართველო
საქართველოს 72 სოფელს სარწყავი წყლის პრობლემა აღარ ექნება

უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში სარწყავი წყლის მიწოდება 3000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

2012 წლიდან დღემდე კახეთის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 46 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად,  წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი  15 409 ჰექტრამდე, ხოლო დრენირებული  3924 ჰექტრამდეა გაზრდილი. 

დღეისათვის შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის  მასშტაბით 49 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.

ყველა ახალი ამბავი
0