საქართველოს 72 სოფელს სარწყავი წყლის პრობლემა აღარ ექნება

© photo: Sputnikსასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი
სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სარწყავი წყლის პრობლემა ყველაზე მწვავედ შიდა ქართლის რეგიონში დგას.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. თეძამის ხეობაში ახალი წყალსაცავის მშენებლობა 2018 წელს დაიწყება — პროექტის რეალიზაცია 72 სოფელში სარწყავი წყლის პრობლემას მოხსნის, ნათქვამია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

რთველი - Sputnik საქართველო
სოფლის მეურნეობის სამინისტრო: „რთველი 2017" უპრეცედენტოდ წარმატებით დასრულდა

შიდა ქართლის მცხოვრებლები, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებული, მრავალი წლის განმავლობაში მწვავედ აყენებდნენ სარწყავი წყლის პრობლემას და აცხადებდნენ, რომ მათ საკუთარი ხეხილის ბაღების მორწყვის საშუალება არ გააჩნიათ და მათი მოსავალი ყოველ ჯერზე დამოკიდებულია ამინდზე.

„თეძამის წყალსაცავის პროექტის განხორციელება შიდა ქართლის ფერმერებს სარწყავი წყლის პრობლემას მოუხსნის. პროექტის განხორციელებით მკვეთრად შემცირდება კლიმატით გამოწვეული ნეგატიური მოვლენები", — განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროექტის რეალიზების წყალობით, რეგიონში ახალი სამუშაო ადგილები გაჩნდება.

ყველა ახალი ამბავი
0