საქართველოში დიდი რაოდენობით უაქციზო ჭაჭის არაყი ამოიღეს

© FB / Investigation Service of Ministry of Finance of Georgiaჭაჭა
ჭაჭა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულის კუთვნილი საწარმოს ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 5 ათას ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სასმელი ამოიღეს.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო სპირტიანი სასმელის გადაზიდვისა და რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სიგარეტი - Sputnik საქართველო
საქართველოში 37 ათას ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

დაკავებულის კუთვნილი საწარმოს ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 5 ათას ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სასმელი ამოიღეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თბილისში არსებულ მის კუთვნილ საწარმოში ჩამოსხმული ალკოჰოლური სასმელის — ჭაჭის არაყის რეალიზაციას შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე ახდენდა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0