თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო სიგარეტის შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზებისთვის ორი ადამიანი დააკავეს, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ქალაქ თბილისში, ზუგდიდისა და ბოლნისის რაიონებში ამოღებულია სხვადასხვა დასახელების 13 377 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 37 000 ლარს აღემატება.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით "განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა", რაც ექვსიდან რვა წლამდე პატიმრობით ისჯება.