ორ რეგიონში 7,5 ათასი ლარის უაქციზო სიგარეტი და ალკოჰოლი ამოიღეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსიგარეტის კოლოფები დახლზე
სიგარეტის კოლოფები დახლზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უაქციზო სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელის შენახვაში ბრალდებულებს ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელების შენახვაში, გადატანასა და რეალიზებაში ორი ადამიანი ამხილეს, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სიგარეტი - არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
საქართველოს საზღვარზე უაქციზო სიგარეტის დიდი პარტია ამოიღეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აღმოაჩინეს და ამოიღეს 3,6 ათას ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტი, ხოლო კახეთში — 3,9 ათას ლარამდე ღირებულების ალკოჰოლური სასმელები.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით "დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა", რაც ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით ისჯება.

საქართველოში თამბაქოს შემოტანაზე აქციზი 2017 წლის იანვრიდან გაძვირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0