საქართველოს საზღვარზე უაქციზო სიგარეტის დიდი პარტია ამოიღეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსიგარეტი - არქივის ფოტო
სიგარეტი - არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა 171 220 ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Jack Daniel's - Sputnik საქართველო
საქართველოში უაქციზო ვისკები Jameson და Jack Daniel's ამოიღეს

როგორც გამოძიებამ დაადგინა, აღნიშნული პირები, „DAF“-ის მარკის ავტობუსში მოწყობილი სამალავებით, საბაჟო-გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო წესის დარღვევით ცდილობდნენ გადაეტანათ დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით — 48 920 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

სამართალდამცველებმა 171 220 ლარის ღირებულების უაქციზო საქონელი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 და მე-200 მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე  ვადით.

,

ყველა ახალი ამბავი
0