თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო ვისკის შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს ვისკების Jameson და Jack Daniel's 69 ბოთლი.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით "მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა", რაც ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით ისჯება.
აღნიშნული ფაქტი 2017 წლის განმავლობაში უაქციზო ალკოჰოლური სასმელის რეალიზების მეოთხე შემთხვევაა.