საქართველოში რკინიგზის ლიანდაგების მოპარვას ცდილობდნენ

© photo: Sputnik / Igor Mixalev / გადასვლა მედიაბანკშირკინიგზა
რკინიგზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულებს შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოთხი ადამიანი დააკავეს, რომლებსაც ბრალად ედებათ 46 მეტრი საერთო სიგრძის ლიანდაგების მოპარვა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი ლიანდაგების მოპარვას ცდილობდნენ. ოთხივე მათგანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0