ჯანსუღ ჩარკვიანი კომიდან გამოვიდა

© National Library of Georgiaჯანსუღ ჩარკვიანი
ჯანსუღ ჩარკვიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოეტს ცნობიერება დაუბრუნდა, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მაინც მძიმეა

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი კომიდან გამოვიდა, ამის შესახებ ინფორმაცია sputnik საქართველოს" ჩარკვიანების ოჯახის ახლობელმა აცნობა.

აღნიშნული ინფორმაცია სააგენტოს ჯანსულ ჩარკვიანის ქალშვილმა თაკო ჩარკვიანმაც დაუდასტურა. მისი თქმით, სასიკეთო ძვრები ძალზე უმნიშვნელოა. 

ჯანსუღ ჩარკვიანი ქალიშვილთან ერთად - Sputnik საქართველო
კაცი - დღესასწაული

 „მიუხედავად იმისა, რომ თვალები გაახილა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მაინც მძიმეა. სასიკეთო ძვრები ძალზე უმნიშვნელოა. ცნობიერება ოდნაც დაუბრუნდა, სხვა განსაკუთრებული არაფერია. კვლავ ხელოვნურ სუნთქვაზეა, ბოლომდე აპარატიდან ვერ მოვხსენით. გაოცებული ვარ ექიმების თავდადებით, არაფერს არ იშურებენ მის გამოსაჯანმრთელებლად", — განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

85 წლის პოეტი ინსულტის დიაგნოზით, რეანიმაციულ განყოფილებაში სამი თვის წინ მოათავსეს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. იგი მკურნალობის კურს კლინიკა "მედიქლაბში" გადის.

ჯანსუღ ჩარკვიანი 1931 წლის 30 სექტემბერს თბილისში დაიბადა. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მომავალმა პოეტმა პირველი ლექსი 1947 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი სახელწოდებით  „ერთი ღამის სიჩუმეში" — 1959 წელს.

ჩარკვიანის ერთ-ერთი ცნობილი ნაწარმოებია ლექსი  „ჰიმნი თავისუფლებას", რომელიც 1989 წელს გამოქვეყნდა. მოგვიანებით ამ ლექსზე მუსიკა მისმა ვაჟმა მამუკა ჩარკვიანმა დაწერა და ეს კომპოზიცია სსრკ-ის დაშლის შემდეგ ახალი საქართველოს ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.

 

ყველა ახალი ამბავი
0