ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამხედრო დარბაზი გაიხსნა

© photo: National Library of Georgia / FBსაქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხედო დარბაზი თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის 2017 წლის 26 ივნისს გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიხსნა

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კონსტანტინე (კოტე) აფხაზის  სახელობის სამხედრო დარბაზი  გაიხსნა, ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

სამხედრო დარბაზი გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნეს.

„კონსტანტინე (კოტე) აფხაზის სახელობის სამხედრო დარბაზში მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ისტორიულ მასალებს, წიგნებს, გაზეთებსა და ჟურნალებს გაეცნონ, ასევე, დაათვალიერონ ის  ფოტოები და დოკუმენტები,  რომლებიც  1918-1921 წლებში, მაღალი რანგის სამხედრო პირების გადაწყვეტილებებსა და ბრძანებებს ასახავს“, — ნათქვამია განცხადებაში. 

კონსტანტინე აფხაზის სახელობის სამხედო დარბაზი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის 2017 წლის 26 ივნისს გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიხსნა. მემორანდუმის მიზანი მხარეებს შორის სხვადასხვა სახის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიების განხორციელების ხელშეწყობაა. 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა - Sputnik საქართველო
ეროვნული ბიბლიოთეკის მეექვსე კორპუსი ვახტანგ მეექვსის სახელობის გახდა

თავდაცვის სამინისტროს ბიბლიოთეკარებს გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსები უკვე ჩაუტარდათ. 

ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა I საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე არსებულ ბიბლიოთეკას საჩუქრად 500 წიგნი გადასცეს. ამდენივე წიგნი ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საჩუქრად ავღანეთში საერთაშორისო მისიაში მომსახურე სამხედროებსაც გაუგზავნა, სადაც უახლოეს მომავალში წიგნის კუთხეების გახსნა იგეგმება.

სამხედრო დარბაზის გახსნას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაშიც დაესწრო.

„კოტე აფხაზი იყო პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმის მაგალითი. სამწუხაროდ, ჩვენ სათანადოდ ვერ ვასწავლით ახალ თაობებს საქართველოს გმირების ისტორიებს და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი თავდაცვის სამინისტროს და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას დღევანდელი დღისათვის. კოტე აფხაზის სამხედრო დარბაზის გახსნა უდიდესი ეროვნული საქმეა“, — განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ყველა ახალი ამბავი
0