ეროვნული ბიბლიოთეკის მეექვსე კორპუსი ვახტანგ მეექვსის სახელობის გახდა

© photo: National Library of Georgia / FBსაქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ბიბლიოთეკის მეექვსე კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის განახლებული მეექვსე კორპუსი 17 ოქტომბერს გაიხსნება, იტყობინება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

„განახლებულ კორპუსს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შემდეგ ვახტანგ მეექვსის სახელი ეწოდა, რადგან ეს შენობა საქართველოს ამ გამორჩეული მეფის მიერ დაბეჭდილი პირველი წიგნიდან მოყოლებული საქართველოში გამოცემულ ყველა ნაბეჭდ ერთეულს ინახავს. შენობის კედლები კი ვახტანგ მეექვსის მოღვაწეობის ამსახველი პანოებითაა გაფორმებული, რომლის მხატვრებიც არიან რობერტ სტურუა და ელგუჯა ჩაჩავა", — აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე.

ელექტრონული ბიბლიოთეკა - Sputnik საქართველო
თბილისის სკვერებში ელექტრონული ბიბლიოთეკები გაჩნდა

კორპუსის გახსნასთან ერთად გურამ შარაძის მემორიალური კაბინეტიც გაიხსნება, სადაც განთავსებულია მისი პირადი ბიბლიოთეკა, არქივი და ნახატების უნიკალური კოლექცია.

განახლებულ კორპუსში ასევე განთავსდება ნიკოლოზ ბარათაშვილის სამკითხველო-საკონფერენციო დარბაზი, გიგლა ფირცხალავას, ბარბარე ჯორჯაძის, ალექსანდრე ქართველის, ნოდარ დუმბაძის, მაქსიმე ბერძნიშვილის, ჯანრი კაშიას, ვახტანგ როდონაიას კაბინეტები.

ყველა ახალი ამბავი
0