„აბრეზი", რევოლვერი და ხელყუმბარა - თბილისში სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ ავტომობილში, რომლითაც 26 წლის მამაკაცი გადაადგილდებოდა, იარაღის არსენალი აღმოაჩინა

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-სპრეს-სამსახურის განცხადებაში.

დაკავებული, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
თბილისში მამაკაცი 200 ათასი აშშ დოლარის გამოძალვის გამო დააკავეს

სპეცოპერაცია გუშინ ღამით საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს. 1991 წელს დაბადებული მამაკაცი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის Mercedes Benz-ის მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა. ტელეკომპანია Rustavi2-ის მონაცემებით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ. აბრეზი, „ნაგანის" ტიპის რევოლვერი, ხელყუმბარა და სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით), რაც ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეტას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0