საქართველოს ხუთ რეგიონში საჯარო სკოლები ზამთრისთვის შეშით მოამარაგეს

© photo: Sputnik / Alexey Malgavko / გადასვლა მედიაბანკშიშეშა
შეშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნულ სატყეო სააგენტოში ასამდე მადლობის წერილია შესული რეგიონული საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებისა და სკოლების ხელმძღვანელებისგან.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტო მიმდინარე წელს საქართველოს მასშტაბით 1,6 ათასზე მეტ საჯარო სკოლას შეშით მოამარაგებს, აღნიშნულია სააგენტოს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

საქართველოს რეგიონებში შენობებს ხშირად შეშით ათბობენ. უწყებაში აცხადებენ, რომ შეშის ორგანიზებული გაცემა არა მარტო ეხმარება ქვეყნის სასწავლო დაწესებულებებს, არამედ ხელს უწყობს ტყის რესურსის გამოყენების ეფექტური მექანიზმის შექმნას.

ხეების გაჩეხვა - Sputnik საქართველო
საქართველოში ხე-ტყის უკანონო გაჩეხვის 38 ფაქტი გამოვლინდა

„ეს ინიციატივა არა მხოლოდ სასწავლო დაწესებულებების ხელშეწყობას, არამედ ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის დანერგვას შეუწყობს ხელს", — მაიჩნიათ სააგენტოში.

ამ დროისთვის სრულად მომარაგებულია 5 რეგიონის სკოლები, 4 რეგიონში კი სკოლების შეშით მომარაგების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის 80% ზამთარში გასათბობად ადგილობრივ ტყეებში დამზადებულ შეშას იყენებს. ტყის უკანონო ჩეხვის შესაჩერებლად საქართველოს ხელისუფლებამ სოფლის მოსახლეობის შეშით ეტაპობრივი მომარაგება დაიწყო.

სატყეო სააგენტომ თავის თავზე აიღო სხვადასხვა საჭიროებისთვის ხეების მოჭრის ვალდებულება, რადგან უწყებაში კვალიფიციური სპეციალისტები მუშაობენ.

ამჟამად ხის უკანონო მოჭრისთვის დაწესებულია 500-ლარიანი ჯარიმა, გამეორების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარამდე იზრდება.

ყველა ახალი ამბავი
0