საუდის არაბეთს საქართველოში ბიზნესის განვითარება სურს

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი და მუჰამედ ალ შეიხი
გიორგი კვირიკაშვილი და მუჰამედ ალ შეიხი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში საუდის არაბეთის პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფება, რომელიც დაინტერესებულია იმაში, რომ არაბული ბიზნესი საქართველოში კიდევ უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარე აბდულა მუჰამედ ალ შეიხმა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს, ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფახერ ალ შავაფი - Sputnik საქართველო
ინვესტორები საუდის არაბეთიდან საქართველოთი დაინტერესდნენ

საქართველოში საუდის არაბეთის პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი 1 ნოემბერს დაიწყო. აბდულა მუჰამედ ალ შეიხმა შეხვედრა უკვე გამართა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და ქართველ კოლეგა ირაკლი კობახიძესთან. შეხვედრების დროს განიხილეს ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ურთიერთქმედება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ასევე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

პრემიერ-მინისტრმა დეტალურად გააცნო განხორციელებული რეფორმებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც საქართველო საუდის არაბეთს სთავაზობს როგორც ქვეყანას, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ლიდერია. მთავრობის თავმჯდომარემ პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე გააცნო ინფორმაცია საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე რეიტინგების შესახებ.

აბდულა მუჰამედ ალ შეიხმა დაინტერესება გამოთქვა, რომ არაბული ბიზნესი საქართველოში კიდევ უფრო აქტიურად იყოს წარმოჩენილი. მისი შეფასებით, ქვეყანას ამისთვის ყველა შესაძლებლობა აქვს.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით იდგმება და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კონსტრუქციულ პოლიტიკას ახორციელებს, რომელიც მშვიდობიან განვითარებაზეა ორიენტირებული.

მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს სპარსეთის ყურეში მიმდინარე პროცესებზე. ალ შეიხმა აღნიშნა, რომ საუდის არაბეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა სიტუაცია დასტაბილურდეს და ყველა რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. 

მშენებლობები თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველო მსოფლიო ბიზნეს-ელიტაში მოხვდა

საუდის არაბეთის ბიზნესმენებმა ქართული ბაზრისადმი ინტერესი უკვე გამოთქვეს. ოქტომბრის დასაწყისში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამართული ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში ქვეყანაში იმყოფებოდნენ არაბი მსხვილი ინვესტორები. Al-Bawani Group-ის წარმომადგენლები საქართველოს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გასაცნობად ეწვივნენ. არაბმა ბიზნესმენებმა საკმაოდ მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს ბიზნეს-გარემოს.

საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დამყარდა.

საქართველოში აღნიშნავენ, რომ საუდის არაბეთთან თანამშრომლობის გააქტიურება მნიშვნელოვანია. ამ მიზნით 2014 წლის თებერვალში ერ-რიადში საქართველოს საელჩო გაიხსნა, რამაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქა ქვეყნებს შორის ორ და მრავალმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა, მათ შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, კულტურულ და ტურისტულ სფეროებში.

2017 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის საქონელბრუნვამ 5,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0