საექიმო რეზიდენტურა – ვის ექნება სტიპენდიის მიღების შანსი

© Sputnik / Denis Aslanovთბილისის ცენტრალური საავადმყოფო
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო სტიპენდია დაენიშნება მათ, ვინც დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში საკვალიფიკაციო გამოცდებს ყველაზე კარგად ჩააბარებს.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დააწესა სტიპენდია საექიმო სპეციალობის მაძიებელთათვის, ანუ მათთვის, ვინც საექიმო სპეციალობას რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების გზით ითვისებს.

სტიპენდიას მიიღებს ის, ვინც დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში საკვალიფიკაციო გამოცდებს ყველაზე კარგად ჩააბარებს. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო უკვე შეხვდა სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს და მათ ეს ინფორმაცია გააცნო.

მიზანი ისაა, რომ მას, ვისაც აქვს მაღალი მოტივაცია, ვინც მიიღებს ყველაზე მაღალ სარეიტინგო ქულას, არ შეექმნას ფინანსური ბარიერი და ამის გამო არ დაკარგოს მოტივაცია – გახდეს ექიმი. ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა პერსპექტიული ახალგაზრდების მოტივაციისთვის მნიშვნელოვანი იქნება", – განაცხადა სერგეენკომ ტელეარხ მაესტროს" ეთერში.

მამაკაცები ერთმანეთს ელაპარაკებიან გუდიაშვილის ქუჩაზე - Sputnik საქართველო
საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა შეიქმნება

საქართველოს მთავრობამ სამი წლის წინ 25-ზე მეტი დიპლომისშემდგომი განათლების მსურველი დააფინანსა იმ პირობით, რომ ისინი მუშაობას განაგრძობენ სოფლებსა და საზღვრისპირა რაიონებში, რითიც კადრების უკმარისობის პრობლემა გადაწყდება. ამჯერად მთავრობა მზადაა, მაქსიმუმ 10 რეზიდენტს დაუჭიროს მხარი.

მინისტრი ასევე შეეხო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების საკითხს. ამ კუთხით მან ორი მიმართულება აღნიშნა: კონტროლი ინფექციებზე სამედიცინო დაწესებულებებში (და არა მხოლოდ) და პირველად ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა.

მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის იდეალურ სისტემაში პაციენტების 80%-ის სამედიცინო საჭიროებებს პირველადი სამედიცინო ჯანდაცვა უმკლავდება, სტაციონარული დახმარება კი მხოლოდ 20%-ს სჭირდება.

ჩვენ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ეს პირამიდა თავდაყირა დგას და უმრავლეს შემთხვევაში პაციენტები პირდაპირ სტაციონარს მიმართავენ, და ისეთ შემთხვევებში, როდესაც დაავადება უკვე პროგრესირებულია", – განაცხადა სერგეენკომ.

მედიკამენტები - Sputnik საქართველო
უფასო მედიკამენტების ჩამონათვალი შეიძლება გაიზარდოს

ამის მრავალი მიზეზი არსებობს, მაგრამ ერთ–ერთი ყველაზე მთავარი ისაა, რომ სტაციონარული მკურნალობისას საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში სახელმწიფო აფინანსებს ყველაფერს (მათ შორის მედიკამენტებსაც), ხოლო პირველადი ჯანდაცვის შემთხვევაში უფასო მხოლოდ ექიმთან ვიზიტია, ხოლო დანიშნულება მოქალაქეებმა თვითონ უნდა დააფინანსონ.

სწორედ ამიტომ პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მიზნით 600 ათასამდე მოქალაქე – სოციალურად დაუცველი პირები ან ქრონიკული დაავადებების მქონე მარტოხელა პენსიონერები 1 ივლისიდან ყოველთვიურად უფასოდ იღებენ აუცილებელ მედიკამენტებს.

საუბარია 30 მედიკამენტზე. პირველ ეტაპზე პრეპარატები მიიღეს გულ–სისხლძარღვთა დაავადებებთან დაკავშირებული, ასევე ენდოკრინოლოგიური დაავადებების, ბრონქული ასთმისა და სხვა დაავადებების მქონე პირებმა.

რაც შეეხება ახალი სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტს, პირველ ეტაპზე მის რეალიზებაზე 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ყველა ახალი ამბავი
0