თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მოდის კვირეული თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიხსნა.
ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში და ასევე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.
Generation Now, Generation Next — ამ სლოგანით 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებს 43 ქართველი და უცხოელი დიზაინერი წარმოადგენს.
ტრადიციულად, მოდის კვირეული ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა Avtandil-მა გახსნა.
პროგრამით დაგეგმილია შემდეგი დიზაინერების ჩვენებები:: Liya, Anuka Keburia, Salome, Vaska, Datuna, Tamara Kopaliani, Goladamian, TL 180, Diana Kvariani, Aznauri, Eloshi, Lalo, Babukhadia, Nicolas Grigorian, Situationist, Le Mocassin Zippe, Tamuna Ingorokva, AndroEradze/Gacha Bakradze, Janashia, Dalood, Alexander Arutyunov, Lado Bokuchava, Materiel By, Aleksandre Akhalkatsishvili, Gudu, Djaba Diasamidze.
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის ფარგლებში ასევე გაიმართება დიზაინერების — Anouki, George Keburia, Tiko Paksa, Aka Nanita, Mach & Match, Tatuna Nikolaishvili, Ria Keburia, George Shaghashvili, LTFR, Tako Mekvabidze, Bessarion, Kika4Lika, Uta Bekaia — ახალი კოლექციების დეფილე.
მოდის კვირეულის სტუმრები ასევე იხილავენ Irma de Flore-ისა (ფოტომხატვარ ირმა შარიქაძის ბრენდი) და Kebzari-ის შემოქმედებას.
ჩვენებების პროგრამას გაეცანით აქ.
აღსანიშნავია, რომ ამ სეზონზე Mercedes-Benz Fashion Week-ს 50-ზე მეტი უცხოელი ესტუმრება. მათ შორის — მოდის კრიტიკოსები, რედაქტორები და ჟურნალისტები ისეთი ცნობილი მოდის გამოცემების, როგორიცაა Elle, Vogue Usa, Vogue Italy, Vogue Japan, Grazia, I-D Magazine, Madame Figaro, Love Magazine, Forbes Usa, Conde Nast International და CR Fasjion Book.
გარდა ამისა, თბილისში ჩამოვლენ ისეთი კომპანიების ბაერები, როგორიცაა Domus Academy Fashion School, Chalhoub Group, Lane Crawford, La Rinascente, British Fashion Council, The Store of Soho House Berlin და სხვები.
Mercedes-Benz Fashion Week-ი კომპანია Mercedes-Benz-ის მიერ ორგანიზებული მოდის საერთაშორისო კვირეულების სერიაა. ის ყოველწლიურად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში — მათ შორის, რუსეთში, გერმანიაში, აშშ-ში, თურქეთში, ავსტრალიაში.