კანიბალიზმის საქმე: შვიდი წელი შეუტყობინებლობის გამო

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი სასამართლოში
მოსამართლის ჩაქუჩი სასამართლოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებამ დაამტკიცა სასამართლოში, რომ თბილისში 76 წლის ქალის სასტიკი მკვლელობის შეუტყობინებლობაში ბრალდებული პირი აძლევდა რჩევებს დანაშაულის დაფარვის საკითხზე

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში 2016 წელს ხანდაზმული ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობისა და დანაწევრების შესახებ შეუტყობინებლობაში დამნაშავედ ცნო ადრე ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლუკა ჩ., ნათქვამია სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

2016 წლის ნოემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა და ხუთი ადამიანი დააპატიმრა, მათ შორის დაღუპულის ქალიშვილი ირმა. ყოჩიაშვილი თავისივე ბინაში ელექტროშოკერით გათიშეს, შემდეგ გაგუდეს და დანა დაარტყეს. მისი ცხედარი დიდი ჩანთით დაღუპულის ქალიშვილის მეგობრის ბექა შენგელიას ბინაში გადაიტანეს, დაანაწევრეს, შემდეგ თბილისის გარეუბანში მდებარე ნაგავსაყრელზე მიიტანეს და დაწვეს. ლუკა ჩ. მოგვიანებით დააკავეს.

„სასჯელის დანიშვნის ეტაპზე, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის ქვეშ, წარსულში განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ამდენად წინა განაჩენით მოუხდელი ნაწილი ნაწილობრივ დაემატა ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს და განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, — ნათქვამია განცხადებაში. 

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
საქართველოში მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლი მოკლა

გამოძიებამ დაადგინა, რომ ლუკა ჩ. თავადაც აძლევდა რჩევებს დანაშაულის დაფარვისა და გვამის განადგურების საკითხზე.

აგვისტოში თბილისის საქალაქო სასამართლომ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დათა კვარაცხელიას პატიმრობის 2 წელი და 3 თვე, ხოლო ავთანდილ ამირანაშვილს —  2 წელი მიუსაჯა.

უშუალოდ მკვლელობის ჩადენაში გამოძიებამ დამნაშავედ ცნო ბექა შენგელია, ირმა ყოჩიაშვილი და ირმა ჩ. ბრალდებულმა შენგელიამ სასამართლო მოსმენების დროს აღიარა, რომ მოკლულის გული მისი ქალიშვილის თვალწინ შეჭამა. სასამართლომ ბექა შენგელია კანიბალიზმის ნაწილში გაამართლა, თუმცა დანარჩენი ბრალდებებით მას უვადო პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მოკლული ქალის ქალიშვილს ირმა ყოჩიაშვილს 20 წლით პატიმრობა შეეფარდა.

არასრულწლოვან ირმა ჩ.-სთან პროკურატურამ საპროცესო გაროგება გააფორმა. ის ასევე ბრალდებულად აღიარეს და პატიმრობის 8 წელი მიუსაჯეს.


ყველა ახალი ამბავი
0