თბილისი, 5 აგვისტო-Sputnik. ყაზბეგის რაიონის ერთერთ სოფელში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელსაც ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლის მოკვლა ბრალდება, იუწყება საზ. მაუწყებლის პირველი არხი.
მამაკაცმა ცოლს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში მიაყენა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „ოჯახური ძალადობისა“ და „განზრახ მკვლელობის“ მუხლებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ემუქრება თავისუფლების აღკვეთა 7-დან 15-წლამდე.