თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ესპანეთის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება კატალონიის ყოფილ ლიდერ კარლეს პუჩდემონზე და ჟენერალიტეტის სხვა ყოფილ წევრებზე დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გასცეს, იუწყება РИА Новости გაზეთ La Vanguardia-ზე დაყრდნობით.
მანამდე მოსამართლემ გასცა განკარგულება საქმის არსებით განხილვამდე კატალონიის ჟენერალიტეტის ყოფილი რვა წევრის დაკავების შესახებ, მათ შორის ავტონომიური გაერთიანების მთავრობის მეთაურის ყოფილი მოადგილის ორიოლ ჟუნკერასის ჩათვლით.
— La Vanguardia (@LaVanguardia) November 2, 2017
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრი სანტი ვილა, რომელიც კატალონიის პარლამენტის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე გადადგა, იქნება თავისუფლებაზე 50 000 ევროს ოდენობის გირაოს შეტანის პირობით.
მანამდე ესპანეთის ეროვნული სასამართლო პალატის პროკურატურამ სასამართლოს გადაუგზავნა მოთხოვნა პუჩდემონზე და კატალონიის გაწვეული მთავრობის სხვა ოთხ წევრზე, რომლებიც ბრიუსელსი იმყოფებიან, ძებნის გამოცხადებისა და დაპატიმრების საერთაშორისო ორდერის გაცემის თაობაზე.
მადრიდში ეროვნულ სასამართლო პალატაში ხუთშაბათს ესპანეთის მთავრობის მიერ გაწვეული ჟენერალიტეტის ზოგიერთმა წევრებმა ჩვენებები ჩააბარეს. სასამართლოში კატალონიის 14 დაბარებული ყოფილი ხელმძღვანელიდან გამოცხადდა 9 ადამიანი, მათ შორის ავტონომიური გაერთიანების მთავრობის მეთაურის ყოფილი მოადგილე ორიოლ ჟუნკერასი. პუჩდემონი და მისი კაბინეტის ოთხი წევრი არ გამოცხადებულან. ისინი ბრიუსელში რჩებიან.
ხუთშაბათს ესპანეთის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა პუჩდემონის ფოტო კაფეში, სადაც ის თავის ნაცნობებთან იმყოფებოდა იმ დროს, როდესაც მისი ყოფილი ხელქვეითები მადრიდის სასამართლოში ჩვენებებს იძლეოდნენ.
კატალონიის პარლამენტმა 27 ოქტომბერს რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. ერთი საათის შემდეგ ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 115-ე მუხლის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც რეგიონში მადრიდის პირდაპირი მმართველობის შემოღების უფლებას იძლევა.