ელოშვილი: საქართველო საიმედო სატრანზიტო ქვეყანაა

© Ministry Of Energy Of Georgiaნავთობისა და გაზის 22-ე საერთაშორისო კონფერენციაზე  Oil & Gas Turkmenistan 2017
ნავთობისა და გაზის 22-ე საერთაშორისო კონფერენციაზე  Oil & Gas Turkmenistan 2017 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო საიმედო სატრანზიტო ქვეყანაა და ენერგომატარებლების ტრანსპორტირების პოტენციალის განვითარების გაგრძელებას აპირებს, განაცხადა მინისტრმა

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველო მზად არის იკისროს ენერგომატარებლების ტრანზიტის დერეფნის როლი, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა თურქმენეთის ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კონფერენციაზე Oil & Gas Turkmenistan 2017-ზე, რომელიც აშხაბადში მიმდინარეობს.

22-ე საერთაშორისო კონფერენცია 2-3 ნოემბერს აშხაბადში იმართება. კონფერენციაზე განიხილება რეგიონის ენერგოუსაფრთხოებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები, ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში

ქართული პოლიცია - Sputnik საქართველო
BP-მ საქართველოს შსს-ს მილსადენების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა

„დღეს, როდესაც გარემოებები სწრაფად იცვლება ფაქტია, რომ ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე წვდომაში მიმწოდებლებს შორის კონკურენციაა. საქართველო საიმედო სატრანზიტო ქვეყანაა და ამ პოტენციალის სრულმასშტაბიანი განვითარება სურს. აღნიშნული მიზნით დაგეგმილი ენერგეტიკული სატრანზიტო პროექტები, განსაკუთრებით კი "თეთრი ნაკადი", მნიშვნელოვნად დამოკიდებულია თურქმენეთის ენერგეტიკულ რესურსებზე და მასთან დამაკავშირებელ ტრანს-კასპიური ინფრასტრუტურის განვითარებაზე“, — განაცხადა ელოშვილმა. 

ელოშვილმა საქართველოს სახელით გამოხატა პოლიტიკური მხარდაჭერა "ტრანს-კასპიური მილსადენის" განხორციელების მიმართ.

პროექტი „თეთრი ნაკადი“ (White Stream) ვენაში გამართულ გაზის ფორუმზე ევროკავშირს უკრაინამ 2007 წლის ოქტომბერში შესთავაზა, შემდეგ — 2008 წლის იანვარში. პროექტის თანახმად, აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და ყაზახეთის ბუნებრივი აირი კასპიის რეგიონიდან აზერბაიჯანის გავლით ჯერ ქართულ პორტ სუფსაში მოხვდება, შემდეგ შავი ზღვის ფსკერზე უკრაინის ტერიტორიის გავლით — ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.


ყველა ახალი ამბავი
0