BP-მ საქართველოს შსს-ს მილსადენების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა

© facebook.com/GaribashviliOfficialქართული პოლიცია
ქართული პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო ბუნებრივი აირისა და ნავთობის ტრანსპორტირებას საიმედოდ და უსაფრთხოდ ახორციელებს, განაცხადეს ენერგოკომპანიაში.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. „BP-საქართველოს“ გენერალურმა მენეჯერმა კრის შლიტერმა (Chris Schlueter) შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორს ზურაბ ჭაბაშვილს სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა, იუწყება საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახური.

მილსადენების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, ზურაბ ჭაბაშვილის გარდა, მადლობის სიგელები გადაეცათ მის მოადგილესა და სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის 19 თანამშრომელს.

„სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს საქართველოს უსაფრთხოებაში დიდი წვლილი შეაქვს და მილსადენების დაცვას სანიმუშოდ ახორციელებს. ამაზე მათი მუშაობის გამოცდილება მეტყველებს. საქართველო ბუნებრივი აირისა და ნავთობის ტრანსპორტირებას საიმედოდ და უსაფრთხოდ ახორციელებს“, — მოჰყავს კრის შლიტერის ციტატა შსს-ს პრეს-სამსახურს.

პოლიცია - Sputnik საქართველო
პოლიციამ ბაქო–სუფსის ნავთობსადენიდან ქურდობის მცდელობა აღკვეთა

ენერგოკომპანია „BP-საქართველო“ საქართველოში ორი მილსადენის — ბაქო-სუფსისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენის ოპერირებას ახორციელებს.

ბაქო-სუფსის ნავთობსადენმა ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. მილსადენის სიგრძე 830 კილომეტრია, ხოლო მისი გამტარუნარიანობა — დაახლოებით 7 მლნ ტონა ნავთობი წელიწადში.

სამხრეთ კავკასიის მილსადენი მწყობრში 2006 წელს ჩადგა. მისი მეშვეობით აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი „შაჰ-დენიზის“ საბადოდან საქართველოსა და თურქეთს მიეწოდება.

ყველა ახალი ამბავი
0