პოლიციამ ბაქო–სუფსის ნავთობსადენიდან ქურდობის მცდელობა აღკვეთა

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს–ში ვარაუდობენ, რომ ბოროტგანმზრახველები ბაქო–სუფსის ნავთობსადენის ცენტრალურ მაგისტრალზე მილის მიერთებასა და ნავთობის სპეციალურად ამოთხრილ ორმოში გადაქაჩვას აპირებდნენ.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის 82-ე კილომეტრზე (წილკნისა და მუხრანის მინდვრებთან ახლოს), ერთ-ერთ სარწყავ არხთან აღმოაჩინეს ორმო მოპარული ნავთობის გადასაქაჩად, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

შსს–ში ვარაუდობენ, რომ ბოროტგანმზრახველები ბაქო–სუფსის ნავთობსადენის ცენტრალურ მაგისტრალზე მილის მიერთებასა და ნავთობის სპეციალურად ამოთხრილ ორმოში გადაქაჩვას აპირებდნენ.

ორმოს სიახლოვეს ასევე აღმოჩენილია გენერატორი, შესადუღებელი აპარატი, ტომრები, მილები და სხვა საგნები, რომლებიც პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო. არავინ დაუკავებიათ.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0