თბილისის „დინამოს“ კალათბურთელები თურქულ გუნდთან დამარცხდნენ

© FIBA Europe Cupკალათბურთი. „დინამო“ თბილისი - „ისტანბული“ თურქეთი
კალათბურთი. „დინამო“ თბილისი - „ისტანბული“ თურქეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის „დინამოს“ კალათბურთელები FIBA-ს ევროპის თასის გათამაშებაზე ვერაფრით ვერ იმარჯვებენ

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ FIBA-ს ევროპის თასის მესამე მატჩში სტამბულში თურქეთის „ისტამბულთან“ ანგარიშით 52:72 დამარცხდა.

მატჩის პირველი მეოთხედი წარიმართა თანაბარი ბრძოლით — ქართველმა კალათბურთელებმა მხოლოდ ორი ქულა წააგეს (13:15). მეტიც, მეორე მეოთხედის დასაწყისში ირაკლი ხოშტარიას აღსაზრდელებმა ანგარიში გაათანაბრეს. მაგრამ ამით პოზიტიური მომენტები დასრულდა.

„დინამოს“ კალათბურთელებმა თავდაცვაში უპატიებელი შეცდომების ჩადენა დაიწყეს, შეტევაც აღარ გამოსდიოდათ. შედეგად, მეორე მეოთხედში „ისტანბულმა“ ფაქტობრივად გაანადგურა „დინამოელები“ – 22:9. 

„დინამო“ თბილისის საკალათბურთო გუნდი - Sputnik საქართველო
„დინამო" თბილისის კალათბურთელებმა რუმინელებთან წააგეს

შესვენების შემდეგ თურქები ოდნავ მოდუნდნენ და მესამე მეოთხედი ფრედ დასრულდა — 17:17. თუმცა, დასკვნით ათწუთიან მოანკვეთში მასპინძელმა ტემპს მოუმატა და ანგარიშით 18:13 მოიგო. საბოლოო ანგარიშიც შესბამისია — 72:52.

თურქულ გუნდში ყველაზე შედეგიანი მაიკლ ტომპსონი აღმოჩნდა, რომელმაც 21 ქულა დააგროვა. „დინამოს“ შემადგენლობაში ათქულიანი ზღვარი მხოლოდ ლევან ფაცაციამ გადალახა — მის აქტივში 12 ქულაა.

ქართველი კალათბურთელებისათვის Е ჯგუფში ეს უკვე მესამე წაგებაა. მანამდე „დინამოელები“ ბულგარეთის „ლუკოილ-აკადემიკასთან“ (70:73) და რუმინეთის „კლიუჟთან“ (73:87) დამარცხდნენ.

ტურნირის მომდევნო მატჩს „დინამო“ თბილისში 8 ნოემბერს „ლუკოილ-აკადემიკას“ წინააღმდეგ გამართავს.


ყველა ახალი ამბავი
0