„დინამო" თბილისის კალათბურთელებმა რუმინელებთან წააგეს

© FB / BC Dinamo Tbilisi„დინამო“ თბილისის საკალათბურთო გუნდი
„დინამო“ თბილისის საკალათბურთო გუნდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი კალათბურთელები რუმინელებთან 14-ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საკალათბურთო გუნდი დინამო „თბილისი" საკუთარ მოედანზე რუმინეთის „კლიუჟ-ნაპოკასთან" ანგარიშით 73:87 FIBA-ს ევროპის თასის მეორე მატჩში დამარცხდა.

სტუმრებმა ინიციატივა თავიდანვე ჩაიგდეს ხელში და დიდი უპირატესობით მოიგეს ორი სასტარტო მეოთხედი — 32:11 და 23:15. დიდი შესვენებისთვის "კლიუჟ-ნაპოკა" ანგარიშით 55:26 იგებდა, და მეორე ნახევარი ფორმალობად იქცა. 

მაი ბიწაძე - Sputnik საქართველო
პოპულარული ქართველი კალათბურთელების ცოლები და შეყვარებულები

შესვენების შემდეგ სტუმრებმა ტემპს უკლეს და „დინამოელებმა" ჩამორჩენა 14 ქულამდე შეამცირეს.

Е ჯგუფის მეორე მატჩში თურქეთის „ისტანბულმა" საკუთარ მოედანზე ბულგარეთის „ლუკოილ-აკადემიკას" ანგარიშით 81:69 მოუგო.

ამგვარად, FIBA-ს ევროპის თასის გათამაშების ორი ტურის შემდეგ „დინამო" თბილისი Е ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს, რადგან პირველი გასვლითი მატჩი „აკადემიკასთან" ქართველმა კალათბურთელებმა ანგარიშით 70:73 წააგეს.

მომდევნო შეხვედრას „დინამო" თბილისი გასვლაზე „ისტანბულის" წინააღმდეგ 1 ნოემბერს გამართავს.

ყველა ახალი ამბავი
0