შავ ზღვაში თურქული გემი ჩაიძირა, ნაპოვნია 4 მეზღვაურის ცხედარი

© AFP 2024 / IBRAGIM CHKADUAშავ ზღვაზე შტორმის დროს თურქეთის ტვირთმზიდი იძირება
შავ ზღვაზე შტორმის დროს თურქეთის ტვირთმზიდი იძირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის სანაპირო დაცვა ეკიპაჟის დანარჩენი წევრების ძებნას აგრძელებს

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. თურქმა მაშველებმა აღმოაჩინეს ტვირთმზიდ Bilal Bal-ის ეკიპაჟის ოთხი წევრის ცხედრები,  იტყობინება РИА Новости თურქულ მედიაზე დაყრდნობით. 

ანტალია - Sputnik საქართველო
ანტალიის სანაპიროსთან ტურისტული კატარღა ჩაიძირა

მანამდე ტვირთმზიდ Bilal Bal-ი თუქეთის სანაპიროზე ქალაქ შილეს მიმდებარე ტერიტორიაზე რადარებიდან გაქრა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს თურქეთის სანაპირო დაცვამ აღმოაჩინა ცარიელი ნავები და სამაშველო ჟილეტები, შემდეგ კი — ეკიპაჟის ოთხი წევრის ცხედრები.

გემი მარმარილოს ზღვაში თურქეთის პორტ ჰემლიკიდან პორტ ერიგლიში მიემართებოდა და რადარებიდან სამშაბათს გაქრა. ბორტზე ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა.

ამჟამად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.


ყველა ახალი ამბავი
0