716 ფირფიტა „ლირიკა“ – სამართალდამცველებმა აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

© AP Photo / Patrick Semanskyდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებული აზერბაიჯანში 62 000 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა დასახელების მედიკამენტის გადატანას ცდილობდა.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შენახვა–გადაზიდვის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრეს-სამსახური.

სიგარეტი - Sputnik საქართველო
სიგარეტი ყვავილებისა და დამუშავებული ქვის ნაცვლად - სომხეთის მოქალაქეები დააკავეს

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მსუბუქი ავტომანქანით საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ გავლით ცდილობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მალულად გადაეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, საერთო ჯამში 62 000 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი“, — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამძებრო ღონისძიებების შედეგად ასევე ამოღებულია 716 ფირფიტა ფსიქოტროპული ნივთიერების — 3 000 გრამი „პრეგაბალინის“ შემცველი მედიკამენტი („ლირიკა“).

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, 261-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 263-ე მუხლის მესამე ნაწილით.

ყველა ახალი ამბავი
0