საქართველოს პრემიერ-მინისტრი მანჰეტენზე მომხდარ ტერაქტს ეხმაურება

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანჰეტენზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მომხდარი ტერაქტი დაგმო და დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

ნიუ-იორკში სროლის ადგილას - Sputnik საქართველო
ტერაქტი ნიუ-იორკში: დაღუპულია რვა ადამიანი

სამშაბათს, დღისით მანჰეტენის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სატვირთო ავტომობილი ველობილიკზე შევარდა. მძღოლმა რამდენიმე ქუჩა გაიარა და გზაზე შემხვედრ ველოსიპედისტებს გადაუარა. სატვირთო ავტომობილი ასევე დაეჯახა სკოლის ავტობუსს. მომხდარი თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. აშშ-ის ხელისუფლებამ მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

„შოკირებული და დამწუხრებული ვარ ნიუ-იორკში მომხდარი სასტიკი თავდასხმის გამო. ჩვენი ფიქრები და ლოცვა მიმართულია თავდასხმისას გარდაცვლილებისა და მათი ოჯახებისკენ", — წერს გიორგი კვირიკაშვილი „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.

ამერიკულმა მასმედიამ უზბეკეთის 29 წლის მოქალაქის სეიფულო საიპოვის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც აშშ-ში 2010 წელს ჩავიდა. ტელეარხი NBC სამართალდამცველი ორგანოებიდან წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეჭვმიტანილმა ავტომობილში წერილი დატოვა იმის შესახებ, რომ მან თავდასხმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით განახორციელა.

ყველა ახალი ამბავი
0