ტერაქტი ნიუ-იორკში: დაღუპულია რვა ადამიანი

© REUTERS / Andrew Kellyნიუ-იორკში სროლის ადგილას
ნიუ-იორკში სროლის ადგილას - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა სატვირთო ავტომობილის მძღოლს, რომელმაც ნიუ-იორკში ადამიანებს გადაუარა.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ნიუ-იორკში ავტომობილმა ხალხს გადაუარა, რის შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი, განაცხადა ქალაქის მერმა ბილ დე ბლაზიომ, რომელმაც მომხდარს ტერაქტი უწოდა.

პოლიციის სამმართველოს ინფორმაციით, მანჰეტენის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სატვირთო ავტომობილი ველოსიპედის ბილიკზე გადავიდა. მძღოლმა რამდენიმე ქუჩა გაიარა და გზაზე შეხვედრილ ველოსიპედისტებს გადაუარა. სატვირთო ავტომობილი ასევე დაეჯახა სხვა ავტომობილს, რის შემდეგაც პოლიციამ მძღოლის შეჩერება შეძლო.

„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ეს იყო ტერორიზმის აქტი, განსაკუთრებულად ვერაგული ტერაქტი", — განაცხადა ქალაქის მერმა ბრიფინგზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„რვა ადამიანი დაიღუპა, ათზე მეტი დაიჭრა", — განაცხადა დე ბლაზიომ.

ადგილზე მისულმა პოლიციამ ბოროტმოქმედი დაჭრა და დააკავა.

ყველა ახალი ამბავი
0