თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი შესაძლოა სერბეთის ეროვნულ გუნდს ჩაუდგეს სათავეში, აღნიშნულია გამოცემა sport.sk-ის განცხადებაში.
53 წლის ვაისის კანდიდატურა მას შემდეგ განიხილება, რაც სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა სლავოლუბ მუსლინმა სერბეთის ფეხბურთის კავშირთან შეთანხმებით დატოვა.
სერბეთის გუნდის მწვრთნელის თანამდებობაზე კანდიდატები არიან ასევე ხორვატი რობერტ პროსინეჩკი — აზერბაიჯანის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი და სერბი დრაგან სტოიკოვიჩი, რომელიც ამჟამად ჩინურ კლუბ "გუანჩჟოუში" მუშაობს.
ვაისი საქართველოს ნაკრებს 2016 წლის იანვარში ჩაუდგა სათავეში. მისი კონტრაქტი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულებამდე იყო გათვლილი. ამჟამად საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ) და ვაისი კონტრაქტის გაგრძელებაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს, მაგრამ შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.
სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართული მხარე ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად დარჩეს.
ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ D-ჯგუფში დაიკავა მეხუთე ადგილი, დააგროვა ხუთი ქულა და არცერთხელ არ გაუმარჯვია. ამავე ჯგუფში სერბეთმა პირველი ადგილი მიიღო და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურიც ავტომატურად მიიღო.