თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგების მიხედვით, მმართველმა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ“ თბილისის საკრებულოში 50-დან 40 ადგილი მოიპოვა.
21 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეები 64 ქალაქისა და რაიონის მერებსა და საკრებულოს დეპუტატებს ირჩევდნენ. ძირითადად, ყველგან მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა.
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებშო „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 53,15% და შესაბამისად, 15 მანდატი მიიღო.
ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — ამომრჩეველთა ხმების 17,6% და შესაბამისად, 5 მანდატი მიიღო.
ბლოკმა „ბაქრაძე, უგულავა — ევროპული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების 9,18% და თბილისის საკანონმდებლო ორგანოშო 3 მანდატი მოიპოვა.
ხოლო ბლოკმა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – შესაბამისად 5,62% და 2 მანდატი.
თბილისის 25-ვე მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. ამგვარად, მმართველ პარტიას საკრებულოში 40 დეპუტატი წარადგენს. დანარჩენი 10 ადგილი სამ ოპოზიციურ პარტიას შორის განაწილდება.
არჩევნების შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ყოფილმა ფეხბურთელმა და ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გაიმარჯვა — ამომრჩეველთა ხმების 51,09%.
მეორე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი — 17,48%. ზაალ უდუმაშვილმა (ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) ხმების 16,59% მოიპოვა.