თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში თვითმმართველი ორგანოების არჩევნების მეორე ტური ქუთაისსა და კიდევ ხუთ რაიონში 12 ნოემბერს ჩატარდება, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ სხდომის შეჯამებისას.
არჩევნების მეორე ტური, საპარლამენტო ქალაქ ქუთაისთან ერთად, გაიმართება მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთსა და ყაზბეგში. აღნიშნულ რაიონებში მეორე ტური დაინიშნა იმიტომ, რომ 21 ოქტომბერს გამართულ ადგილობრივ არჩევნებში მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ აიღო.