შავი ზღვის მედლის მფლობელი არჩილ გუჩმანიძე გახდა

© FB / Archil Guchmanidzeარჩილ გუჩმანიძე
არჩილ გუჩმანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შავი ზღვის მედალი დაწესებულია შავი ზღვის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ გუჩმანიძემ შავი ზღვის მედალი მიიღო შავი ზღვის დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისა და ჩატარებული მრავალი კვლევებისთვის, ნათქვამია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

გუჩმანიძეს მედალი შავი ზღვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გადაეცა, რომელიც სტამბულში გაიმართა.

თოლია შავი ზღვაზე - Sputnik საქართველო
შავი ზღვის წითელი წიგნი

ჯილდო დაწესებულია შავი ზღვის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის და მიმართულია იმისკენ, რომ ხაზი გაესვას ინდივიდუალური ძალისხმევის მნიშვნელობას შავი ზღვის უნიკალური გარემოს დაცვისთვის ღონისძიებების ჩატარებასა და ორგანიზებაში. როგორც წესი, ჯილდოს მფლობელი შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან თითო-თითო წარმომადგენელი ხდება.

ღონისძიების ორგანიზატორია შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის ბუქარესტის კონვენციის კომისია და თურქეთის გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტრო. შეხვედრაში მონაწილეობდნენ შავი ზღვის აუზის ქვეყნები: საქართველო, უკრაინა, თურქეთი, რუსეთი, ბულგარეთი და რუმინეთი

საქართველო შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კონვენციას 1993 წელს შეუერთდა, ხოლო 1996 წლის 31 ოქტომბერს ექვსმა სახელმწიფომ – რუსეთმა, ბულგარეთმა, საქართველომ, რუმინეთმა, თურქეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შავი ზღვის დაცვისა და რეაბილიტაციის პირველ სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას.

ყველა ახალი ამბავი
0