თემო საჯაია ყაზახეთში Silk Way Star-ში მოხვდა

© FB / Giographyქართველი შემსრულებელი და ტელეწამყვანი თემო საჯაია
ქართველი შემსრულებელი და ტელეწამყვანი თემო საჯაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყაზახეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ბაშკირეთისა და თათრეთის (რუსეთი), ყირგიზეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის წარმომადგენლები ახალ სატელევიზიო შოუში მონაწილეობენ.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ქართველი შემსრულებელი და ტელეწამყვანი თემო საჯაია ყაზახეთში საერთაშორისო მუსიკალური სატელევიზიო შოუს Silk Way Star-ის („აბრეშუმის გზის ვარსკვლავები“) მონაწილე გახდა.

შოუ ეროვნულ ტელეარხ Qazaqstan-ზე 2017 წლის 30 სექტემბერს პირველად დაიწყო. პროექტის მიზანია თურქულენოვანი სამყაროს საერთო მედია-ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა ტრადიციებისა და კულტურული თავისებურებების ურთიერთქმედების მეშვეობით.

ეკა აბულაძე - Sputnik საქართველო
„ნიჭიერი" იწყება

ორგანიზატორთა თქმით, პროექტი ორიგინალური პროდუქტია და უცხოური შოუების ფრანშიზს არ წარმოადგენს.

მასში ცხრა სახელმწიფოსა და რესპუბლიკის მუსიკალური შემსრულებლები მონაწილეობენ — ყაზახეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ბაშკირეთისა და თათრეთის (რუსეთი), ყირგიზეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის წარმომადგენლები.

შოუ 12 ეტაპისგან შედგება და ალმათში სამი თვე გაგრძელდება. საკონკურსო ეტაპებზე მომღერლები ასრულებენ სიმღერებს ეროვნულ და ინგლისურ ენებზე, კონკურენტი ქვეყნების სიმღერებს და ასევე ყაზახურ ჰიტებს.

Silk Way Star-ის ჟიურიში ცნობილი არტისტები და საერთაშორისო დონის პროდიუსერები შედიან. ფინალში 30 დეკემბერს მაყურებლები ნახავენ გალა-კონცერტს მონაწილეებისა და მოწვეული ვარსკვლავების შესრულებით.

Silk Way Star-ის ეთერი გადის ყოველ შაბათს, 21:20 საათზე და მეორდება კვირას, 13:05 საათზე.

მონაწილეებმა უკვე შეასრულეს საკუთარი ქვეყნების ჰიტები, მონაწილეების მშობლიურ ენაზე ნათარგმნი ყაზახური სიმღერები და მსოფლიო ჰიტები.

აღსანიშნავია, რომ მესამე ტურის გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელი თემო საჯაია გახდა. მან ლეგენდარული როკ-ჯგუფ Aerosmith-ის კომპოზიცია Don't Want to Miss a Thing შეასრულა, 50 ქულა დააგროვა და გადაცემის ლიდერი გახდა. 

კონკურსის პირობების მიხედვით, პროექტის გამარჯვებული გახდება არა მარტო ნიჭიერი შემსრულებელი, არამედ ის ქვეყანაც, რომელსაც ის წარმოადგენს.

თემო საჯაია ცნობილი გახდა 2009 წელს ტელეშოუ „ვარსკვლავების აკადემიის“ წყალობით. იმ დროიდან ის პოპულარობას არ კარგავს და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მომღერლად მიიჩნევა. თემო ასევე მონაწილეობდა ქართულ პროექტში „ერთი ერთში“.

თემო საჯაია არის 29 წლის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კურსდამთავრებულია. ამჟამად ტელეარხ „იბერიაზე“ (Iberia TV) წამყვანია და Tbilisi Municipality Big-Band-ის ვოკალისტია.


ყველა ახალი ამბავი
0