„ნიჭიერი" იწყება

© photo: Nichieri / FBეკა აბულაძე
ეკა აბულაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარული ტელეშოუ „ნიჭიერის" მერვე სეზონი ტელეარხზე Imedi დაიწყება

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ერთ-ერთი პოპულარული ტელეპროექტის, ტალანტების შოუ „ნიჭიერის" მერვე სეზონი ტელეეთერში ორშაბათს, 16 ოქტომბერს აიღებს სტარტს.

პროექტს, რომელიც ტელეარხზე Imedi ორშაბათობით 22:00 საათზე გავა, მსახიობები გიორგი ყიფშიძე და ვანიკო თარხნიშვილი წაიყვანენ.

აკრობატი მეუღლეები ანა და ანდრეი „ნიჭიერზე“ - Sputnik საქართველო
შოუ „ნიჭიერი“ ბრუნდება: კასტინგების ჩაწერა დაიწყო

ამ სეზონზე ჟიურის შემადგენლობაში ცვლილება მოხდა. კონკურსის მონაწილეებს შეაფასებენ საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, მსახიობი რუსკა მაყაშვილი, მომღერალი, მუსიკოსი და პროდიუსერი სტეფანე მღებრიშვილი და კინოსა და თეატრის მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი.

საქართველოს მასშტაბით კონკურსანტების შერჩევა მოხდა თბილისში, ბათუმში, გორში, რუსთავში, ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში.

ტრადიციულად, „ნიჭიერის" კონკურსანტები გახდებიან მოცეკვავეები, მომღერლები, აკრობატები, ძალოსნები, პერფორმანსის მსახიობები, იუმორისტები და სხვა.

„წლევანდელი შოუ კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება. ეს იქნება იმ ადამიანების დღესასწაული, რომლებსაც საკუთარი აბსოლუტურად ახალი შესაძლებლობების წარმოჩენა შეუძლიათ", — განაცხადა „იმედის" ეთერში საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ მაკა ჩიჩუამ.

მერვე სეზონის გამარჯვებული 2017 წლის 31 დეკემბერს დასახელდება.

„ნიჭიერი" — "ცნობილი ბრიტანული შოუს Got Talent-ის ქართული ანალოგია. პირველი „ნიჭიერი" საქართველოში ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში 2010 წლის თებერვალში გავიდა.

„ნიჭიერის" მეექვსე სეზონის გამარჯვებული, რომლის ფინალიც 2016 წლის იანვარში გაიმართა, კახეთის წარმომადგენელი, 16 წლის ბარბარე სამხარაძე გახდა. მან მაყურებლის ხმათა 48,6% მიიღო და პროექტის ლიდერი გახდა. ჯილდოს სახით ბარბარემ პროექტის მთავარი პრიზი — ბინა თბილისში, ასევე ავტომობილი, ფულადი პრიზები და სერ ელტონ ჯონის კონცერტზე საგზური მიიღო.

„ნიჭიერის" ბოლო, მეშვიდე სეზონის გამარჯვებული მომღერალი ეკატერინე აბულაძე გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0