თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა საქართველოში ქვეყნის ელჩად რუბენ სადოიანი დანიშნა, ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებაში.
სადოიანი 2012-2017 წლებში სომხეთის ეროვნული სათათბიროს დეპუტატი იყო მმართველი „რესპუბლიკური პარტიიდან".
2014 წლიდან დღემდე სომხეთის დიპლომატიურ მისიას საქართველოში წარსულში ცნობილი ძალოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი იური ვარდანიანი ხელმძრვანელობდა.
ვარდანიანმა თავისი მოვალეობების შესრულება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ განაგრძო.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დამყარდა.
„საქსტატის" მონაცემებით, სომხეთი საქართველოს ძირითადი პარტნიორი ქვეყნების ათეულში შედის. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2016 წელს 367,4 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.