თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში სომხეთის ელჩ სერგეი მინასიანს აკრედიტაცია არ მისცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
სამინისტროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ.
„როდესაც ელჩის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, იგი ყოველთვის საჯაროა. ყოველგვარი სპეკულაცია ამ თემასთან დაკავშირებით არის უადგილო",- განაცხადა უწყების პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.
პოლიტოლოგი სერგეი მინასიანი კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა.
საქართველოში სომხეთის ბოლო ელჩი იური ვარდანიანი იყო, რომელიც თანამდებობაზე 2014 წლის აგვისტოში დაინიშნა.
ქართულ-სომხური დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივნისიდან იღებს სათავეს.
„საქსტატის" მონაცემებით, სომხეთი საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ათეულში შედის.