საქართველო-სომხეთის საზღვარზე განახლებული საკონტროლო-გამშვები პუნქტი ამუშავდა

© Ministry of Finance of Georgiaსაკონტროლო-გამშვები პუნქტი „ბავრა"
საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ბავრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მხრიდან საზღვრის ამ მონაკვეთზე განთავსებულია საბაჟო-გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა".

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საზღვრის სომხეთის მხარეზე განთავსებული განახლებული საბაჟო გამშვები პუნქტი „ბავრა" ოფიციალურად გახსნეს სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საპატიო სტუმრებმა, რომელთა შორის იყვნენ სომხეთის ინვესტიციების მინისტრი სურენ კარაიანი და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე ვართან არუთუნიანი, დაათვალიერეს სანიტარული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის ზონები, მგზავრთა მომსახურების დარბაზი, თანამედროვე რენტგენო-სკანერი და სხვა საბაჟო მოწყობილობები. „ბავრაზე" მოქმედებს ასევე კინოლოგიის სამსახური.

დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
დიმიტრი ქუმსიშვილმა საბაჟოს საქმიანობა დადებითად შეაფასა

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილე ირაკლი შარტავა და ფინანსური დეპარტამენტის უფროსი გიორგი გომარელი.

საბაჟო გამშვები პუნქტი „ბავრა" ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური დახმარებით აშენდა, პროექტი რეალიზებულია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ. გამშვები პუნქტების — „ბაგრატაშენი“, „ბავრა“ და „გოგავანი“ — მოდერნიზაციის საერთო ბიუჯეტი 54,43 მლნ ევროს შეადგენს.

საქართველოს სახმელეთო საზღვრის საერთო სიგრძე 1 839 კილომეტრს შეადგენს, საქართველო-სომხეთის საზღვრის სიგრძეა 224 კილომეტრი. ამჟამად საქართველო-სომხეთის საზღვარზე მოქმედებს ოთხი საბაჟო–გამშვები პუნქტი: „სადახლო", „გუგუთი", „ახკერპი" და „ნინოწმინდა".

ყველა ახალი ამბავი
0