ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა

© AFP 2024 / GIUSEPPE CACACE ბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ორშაბათს ოფიციალურად გაიხსნა.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის აღსანიშნავად ბაქოში საზეიმო მიღება გაიმართა, რომელზეც ოთხი ქვეყნის ლიდერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უმასპინძლა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.

საზეიმო ვახშამს ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ბაკიტჟან საგინტაევი და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ორშაბათს ოფიციალურად გაიხსნა.

გიორგი კვირიკაშვილი და ბინალი ილდირიმი - Sputnik საქართველო
თურქეთისა და საქართველოს პრემიერ–მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ცერემონიის მასპინძელმა — აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და გახსნაზე მიწვეულმა სტუმრებმა — საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თურქეთის პრეზიდენტმა, ყახაზეთის პრემიერ-მინისტრმა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა სიმბოლურად ლიანდაგის დასამაგრებელი ლურსმნები ჩააჭედეს, ისრები გადაიყვანეს და მემორიალური დაფა გახსნეს.

ხუთი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს და იმგზავრეს პირველი მატარებლით, რომელმაც ახლად გახსნილ სარკინიგზო მაგისტრალზე გაიარა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანს, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ბაკიტჟან საგინტაევს და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უმასპინძლა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე აშენდა. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში თურქეთის ტერიტორიაზე გაყვანილია სარკინიგზო ხაზი საქართველოში ახალქალაქიდან თურქეთში ყარსის რკინიგზის სადგურამდე.

ეკონომიკის სამინისტროს გათვლებით, რკინიგზის ამოქმედების შემდეგ შეიქმნება ახალი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ევროპასა და აზიას.

ყველა ახალი ამბავი
0