თურქეთისა და საქართველოს პრემიერ–მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

© FB / Giorgi Kvirikashvili Officialგიორგი კვირიკაშვილი და ბინალი ილდირიმი
გიორგი კვირიკაშვილი და ბინალი ილდირიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნა მიულოცეს და პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს სატელეფონო საუბრისას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა, აღნიშნულია მთავრობის მეთაურის Facebook–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გიორგი კვირიკაშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ბინალი ილდირიმს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ბოლო წლებში თურქეთის ტრანსპორტის სფეროს მოდერნიზებაში.

Строительство железной дороги Баку-Тбилиси-Карс - Sputnik საქართველო
გიორგი კვირიკაშვილი ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ბაქოში მონაწილეობას მიიღებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მაგისტრალის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში.

საქართველოს მთავრობის მეთაური ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიწვია. რკინიგზის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიიპ ერდოღანი, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე შენდება. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში თურქეთის ტერიტორიაზე გაყვანილია სარკინიგზო ხაზი საქართველოში ახალქალაქიდან თურქეთში ყარსის რკინიგზის სადგურამდე.

ეკონომიკის სამინისტროს გათვლებით, რკინიგზის ამოქმედების შემდეგ შეიქმნება ახალი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ევროპასა და აზიას.

ყველა ახალი ამბავი
0