თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ბაქოში მონაწილეობას მიიღებს ბაქო-თბილი-ყარსის რკინიგზის მაგისტრალის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში.
მთავრობის მეთაური ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიწვია. რკინიგზის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე შენდება. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში თურქეთის ტერიტორიაზე შენდება სარკინიგზო ხაზი საქართველოში ახალქალაქიდან თურქეთში ყარსის რკინიგზის სადგურამდე.
ეკონომიკის სამინისტროს გათვლებით, რკინიგზის ამოქმედების შემდეგ შეიქმნება ახალი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც ევროპასა და აზიას დააკავშირებს.