ავაკოვის შვილი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

© FB / Leonid Logvynenkoარსენ ავაკოვი
არსენ ავაკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანტიკორუფციული განყოფილების თანამშრომლებმა მინისტრის ვაჟი მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ დააკავეს.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის შვილი ალექსანდრ ავაკოვი დააკავეს, განაცხადა უკრაინის შს მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა ილია კივამ ტელეარხ „112 უკრაინას“ ეთერში.

მანამდე საინფორმაციო საშუალებები იუწყებოდნენ, რომ „ზურგჩანთების საქმის“ გამოძიების ფარგლებში ავაკოვის ვაჟის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ხსენებული ზურგჩანთები შსს-მ 2014 წლის ბოლოს — 2015 წლის დასაწყისში შეისყიდა. მოგვიანებით მინისტრმა თავად დაადასტურა ინფორმაცია მისი ოჯახის მიმართ საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

მიხეილ სააკაშვილი პრესკონფერენციაზე კიევში - Sputnik საქართველო
უკრაინის პოლიციას სააკაშვილის მოქალაქეობაზე საქმის აღძვრა დაავალეს

„მის დაპატიმრებას აპირებენ, რათა მინისტრით მანიპულირებისა და მის გადაწყვეტილებებზე ზეწოლის მოხდენის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ალექსანდრე დააკავეს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩხრეკამ არანაირი შედეგი არ გამოიღო, ამიტომ ამოიღეს ტელეფონები და პლანშეტები. ეს ვიცი 100%-ით, რადგან პირდაპირ კავშირზე ვარ“, — განაცხადა კივამ.

2016 წლის თებერვალში ავაკოვი სკანდალში გაეხვა. YouTube-ზე გაჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ადამიანები, რომლებიც ალექსანდრ ავაკოვსა და სერგეი ჩებოტარს (იმ დროს ავაკოვის მოადგილე) ჰგვანან, უკრაინის შსს-სთვის ზურგჩანთების შესყიდვის შესახებ საუბრობენ.

მასმედიაში ივარაუდეს, რომ საქმე კორუფციას ეხება: შსს-მ ზურგჩანთები ფიქტიური ფირმისგან შეისყიდა. ავაკოვმა განაცხადა, რომ ზურგჩანთების შესყიდვისას სატენდერო პროცედურა გამჭვირვალე იყო.

ყველა ახალი ამბავი
0