უკრაინის პოლიციას სააკაშვილის მოქალაქეობაზე საქმის აღძვრა დაავალეს

© AFP 2024 / SERGEI SUPINSKYმიხეილ სააკაშვილი პრესკონფერენციაზე კიევში
მიხეილ სააკაშვილი პრესკონფერენციაზე კიევში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კიევში შეისწავლიან პროცედურების კანონიერებას, რომლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება-ჩამორთმევას ეხება

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. უკრაინის პეჩერის სასამართლომ დაავალა შსს-ს შეისწავლოს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება-ჩამორთმევის კანონიერება, დაწერა ადვოკატმა, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ რენატ კუზმინმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

2015 წელს პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და ოდესის ოლქის ხელმძღვანელად მისი დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა. 2016 წელს სააკაშვილი სკანდალით გადადგა და უკრაინის ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლის უუნარობაში დაადანაშაულა. მოგვიანებით პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა და ეს იმით ახსნა, რომ სააკაშვილმა მოქალაქეობის მიღების დროს მცდარი მონაცემები წარადგინა.

„პეჩერის სასამართლომ დააკმაყოფილა ჩემი საჩივარი და ეროვნულ პოლიციას დაავალა საქმის აღძვრა და გამოძიების ჩატარება სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის უკანონო მინიჭება-ჩამორთმევის ფაქტზე", — დაწერა კუზმინმა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილმა უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა

იურისტის თქმით, სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებასა და ჩამორთმევასთან დაკავშირებული პოროშენკოს ორივე გადაწყვეტილება „ძალიან საეჭვო გარემოებაშია მიღებული, ხოლო მათგან რომელი წარმოადგენს დანაშაულს, ამაში ახლა შსს-ს მეთაური ავაკოვი უნდა გაერკვეს".

ამჟამად სააკაშვილი, ფაქტობრივად, მოქალაქეობის არმქონე პირია და ამჟამად ისევ უკრაინაში იმყოფება. უკრაინაში ის პოლონეთიდან კანონსაწინააღმდეგო გზით, სასაზვრო პუნქტ "შეგინის" გავლით მოხდა, სადაც მან მომხრეებთან ერთად მესაზღვრეების კორდონი გაარღვია. საქართველოში მის წინააღმდეგ ოთხი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მასზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა გამოცხადდა.

მოსტისკის რაიონულმა სასამართლომ ის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დამნაშავედ ცნო და 130 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ამასთან საქართველოს ექს-პრეზიდენტმა უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0