თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ოდესის ექს-გუბერნატორმა, პოლიტიკური პარტია „ახალი ძალების" (Рух нових сил) ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, იუწყება სააგენტო РИА Новости Украина სააკაშვილის ადვოკატ მარკიან გალაბალაზე დაყრდნობით.
„მოქალაქისთვის დამატებითი დაცვის მოთხოვნა და პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა — ეს, რეალურად, ერთი და იგივეა. უბრალოდ, ყოველდღიურობაში "პოლიტიკური თავშესაფრის" ცნება უფრო ხშირად გამოიყენება", — განაცხადა ადვოკატმა.
მისი სიტყვებით, სახელმწიფო საემიგრაციო სამსახურს ჯერჯერობით სააკაშვილის მოთხოვნაზე პასუხი არ გაუცია, თუმცა, ეს ერთი დღე-ღამის განმავლობაში უნდა გაეკეთებინა.
10 სექტემბერს სააკაშვილმა მომხრეების მხარდაჭერით გამშვებ პუნქტ "შეგინზე" მესაზღვრეებისა და პოლიციელების კორდონის გარღვევა და პოლონეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე მოხვედრა შეძლო.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ხუთი მუხლით, მათ შორის საზღვარზე უკანონო გადაყვანის ორგანიზება და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.