სააკაშვილმა კიევში ხელისუფლების შეცვლის გეგმების შესახებ განაცხადა

© REUTERS / Gleb Garanichმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოდესაში სააკაშვილის მომხრეების მიერ გამართული მიტინგი ჩხუბით დაიწყო.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში ხელისუფლების შეცვლის გეგმებზე გუშინ განაცხადა, იუწყება РИА Новости სააგენტო УНИАН-ზე დაყრდნობით.

შაბათს მიხეილ სააკაშვილის მომხრეების აქცია გაიმართა, რომელიც ჩხუბით დაიწყო.

მიტინგი 16:00 საათზე დაიწყო, თავად ექს-გუბერნატორი ადგილზე ჯერ არ იმყოფებოდა. აქციაში მონაწილეობას მისი რამდენიმე ასეული მომხრე იღებდა.

მიტინგის ჩატარების ადგილის მახლობლად რამდენიმე ათეული ახალგაზრდა შეიკრიბა. მათ მიერ ჩართულმა ხმამაღალმა მუსიკამ აქციის მონაწილეების გამოსვლას ხელი შეუშალა. ყოფილი გუბერნატორის მომხრეებმა მუსიკის გამორთვა ძალით სცადეს, მოხდა შეხლა-შემოხლა, რის შემდეგ მოვლენებში პოლოცია ჩაერია და დაპირისპირებულ მხარეებს შორის ჩადგა.

შემდეგ მიტინგზე სიტყვით მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა.

სააკაშვილმა ოდესელების წინაშე ბოდიში მოიხადა, რადგან მათთვის დაპირებული რეფორმების განხორციელება ვერ შეძლო. პოლიტიკოსის მტკიცებით, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ოდესის შეცვლაში მას „ხელი შეუშალა".

„გამუდმევით ხელს მიშლიდნენ. პირველ რიგში კიევიდან, მაგრამ ასევე ადგილებზეც", — აღნიშნა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი მოსტისკას სასამართლოს სხდომაზე - Sputnik საქართველო
სააკაშვილი საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააჯარიმეს

მან განაცხადა, რომ ამიტომაც აპირებს ყველაფერი გააკეთოს უკრაინაში ცენტრალური ხელისუფლების ძირეული შეცვლისთვის, შემდეგ კი ოდესაში დაბრუნებას და მის შეცვლას გეგმავს.

„ამ ქალაქში ყველაფერი მომწონს, გარდა ბანდიტების ხროვისა, რომლებმაც აქ ყველაფერი გაანადგურეს. ჩვენ მათ აუცილებლად "გავწევთ", — განაცხადა სააკაშვილმა.

ასევე მან მოუწოდა მომხრეებს კიევში 17 ოქტომბერს შეიკრიბონ და უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროსენკოს იმპიჩმენტი და გადაუდებელი რეფორმების გატარება მოითხოვონ. დასასრულს მონაწილეებმა უკრაინის ჰიმნი შეასრულეს.

10 სექტემბერს სააკაშვილმა მომხრეების მხარდაჭერით გამშვებ პუნქტ "შეგინზე" მესაზღვრეებისა და პოლიციელების კორდონის გარღვევა და პოლონეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე მოხვედრა შეძლო. ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ხუთი მუხლით, მათ შორის საზღვარზე უკანონო გადაყვანის ორგანიზება და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი კიევშია: რა იქნება შემდეგ

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ლვოვის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში და მას 3400 გრივნის (დაახლოებით 130 დოლარი) ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

სააკაშვილის ადვოკატმა მარკიან გალაბალამ განუცხადა РИА Новости-ს, რომ უკრაინის ხელისუფლებას მოსტისკის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეუძლია უკრაინიდან პოლიტიკოსის გაძევების პროცედურა აამოქმედოს, როგორც მოქალაწეობის არმქონე პირის, რომელმაც ადმინისტრციული სამართალდარღვევა ჩაიდინა.

მანამდე პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეს გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ სააკაშვილმა მოქალაქეობის მიღების მიზნით ანკეტის შევსებისას მიუთითა მცდარი ინფორმაცია, თითქოს მასზე საქართველოში სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ ყოფილა. თავად სააკაშვილი ამ დროს აშშ-ში იმყოფებოდა, შემდეგ კი პოლონეთი, ლიტვა და უნგრეთი მოინახულა.

ყველა ახალი ამბავი
0